თურქეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჰატაისპორმა, რომლის ღირსებასაც საბა ლობჟანიძე იცავს, ბეშიქთაშს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-6 წუთზე სწორედ საბამ გაიტანა, თუმცა ჩვენებურს თავისუფლად შეეძლო ბურთს არ შეხებოდა და გოლი მის თანაგუნდელ ელ კააბის ჩაეთვლებოდა, ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა.
ლობჟანიძე შესანიშნავ სეზონს ატარებს. თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ჰატაისპორს, საბას გუნდი 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ტრაბზონსპორს 4 ქულით ჩამორჩება და შემდეგ ტურში ადანა დემირსპორს შეხვდება.