საბა ლობჟანიძემ ჰატაისპორში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა გალათასარაის უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა, ქართველმა კი დუბლი შეასრულა. 79-ე წუთზე როცა ანგარიში 2:2 იყო, საბამ მასპინძლები დააწინაურა, 91-ზე კი მატჩს წერტილი დაუსვა.
აღსანიშნავია, რომ მას მერე რაც ლობჟანიძე თურქეთში თამაშობს, გალათასარაის კარში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არ არის.
ლობჟანიძე ჰატაისპორში შარშან ზაფხულში გადავიდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 20 მატჩი 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.