თურქეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, საბა ლობჟანიძის ჰატაისპორმა ბეშიქთაში 1:0 დაამარცხა და ეს გოლი სწორედ საბამ გაიტანა. გოლი ფაქტობრივად ელ კადურის გატანილი იყო, თუმცა ჩვენებური ბურთს კარის ხაზზე დაეწია, შეაგდო და გოლიც მას ჩაეთვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლობჟანიძემ თანაგუნდელ აიუბ ელ კააბის სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიში მოუხადა. აი რა დაწერა ლობჟანიძემ.
“ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ბეშიქთაშის წინააღმდეგ. უნდა ვაღიარო, რომ თავს ცუდად ვგრძნობ ელ კააბის მიმართ, რადგან ვაღიარებ, რომ ეს 100%-ით მისი გოლი იყო. არ ვაპირებ დავიწყო მიზეზების წერა, უბრალოდ მას მთელი გულით ბოდიშს ვუხდი.