ლობჟანიძემ თურქეთში გაიტანა – კარგი კომბინაცია და გოლი (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატში ჰატაისპორი, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, უმრანიესპორს ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმართაგან ერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.

ჰატაისპორი 16 ქულით მე-15 ადგილზეა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 16 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *