ჰატაისპორმა, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თურქული გუნდი ლაციოს შეხვდა და 2:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძემ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ჰატაისპორი თურქეთის ჩემპიონატში 14 ქულით მე-14 ადგილზეა. გუნდი ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველ მატჩს გირეზუნსპორთან ჩაატარებს.