ლობჟანიძემ ტრაბზოსნპორთან საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატში ჰატაისპორმა, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, ტრაბზონსპორს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები აგებდნენ, თუმცა ქამბექით 3 ქულა აიღეს.

(4:37)

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარჯვების მომტანი გოლისას საგოლე გადაცემა საბა ლობჟანიძემ გააკეთა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა. თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათმაშებაში საბამ 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *