ლობჟანიძემ ჰატაისპორში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

ჰატაისპორმა, რომლის ახალწვულიც საბა ლობჟანიძეა, თურქთის ჩემპიონატის პირველ ტურში ქასიმფიაშას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სასიხარულოა, რომ მასპინძელთაგან გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა, რომელმაც ჰატაისპორის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ქართველი შემტევი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. საბამ გოლი მოედანზე შესვლიდან 8 წუთში გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *