ლობჟანიძეს ვერ აჩერებენ – საბამ თურქეთში მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა (ვიდეო)

საბა ლობჟანიძემ ჰატაისპორის შემადგენლობაში მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი გუნდი კარაგიუმრუქს ესტუმრა, რომლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა და რომლის რიგებშიც ვატო არველაძე გამოდის. მატჩი 1:1 დასრულდა და ანგარიში სწორედ ლობჟანიძის საგოლე გადაცემით გაიხსნა. საბა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, არველაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

სასიხარულოა, რომ ლობჟანიძე ჰატაისპორის ლიდერად იქცა. იგი წელს ზაფხულში შეუერთდა და უმალ დაიწყო იმედების გამართლება. ქართველმა ნახევარმცველმა ამ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. თურქეთის სუპერლიგაში საბას ამ სეზონში ასისტებით მხოლოდ ბაშაქშექირის შემტევი ვისკა უსწრებს, რომელსაც 6 შედეგიანი გადაცემა აქვს.

ჰატაისპორი თურქეთის ჩემპიონატში 20 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ ტრაბზონსპორს 4 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას ბეშიქთაშთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *