საბა ლობჟანიძით ერთ-ერთი გამორჩეული თურქული გუნდი ტრაბზონსპორია დაინტერესებული, ამის შესახებ Fotomac.com.tr-ზე დაიწერა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქმედ ჩემპიონებს ლობჟანიძესთან ერთად აიუბ ელ-კააბიც სურთ.
“ტრაბსონსპორს საბა ლობჟანიძე და აიუბ ელ-კააბი სურს. 28 წლის გარემარბის იჯარით დამატებასთან დაკავშირებით, ჰატაისპორს წინადადებით უკვე მიმართეს. საბა 1.75 ფუტის სიმაღლის არის, ჰატაისპორში მან 61 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრებში 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.” – წერია თურქულ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, ჰატაისპორი შიდა ჩემპიონატში ამ სეზონში აღარ ითამაშებს. რაც შეეხება თავად საბას, ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.
რაც შეეხება ჰატაისპორს, გუნდი თურქეთის მოქმედი ჩემპიონია და ამჟამად 38 ქულით მე-6 ადგილზეა.