თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ჰატაისპორი, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, მალატიასორს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ამ მოგებაში თავისი წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა, რომელმაც 35-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.
შეგაახსენებთ, რომ ლობჟანიძე ჰატაისპორში წელს ზაფხულში გადავიდა. მას მშვენიერი პერიოდი უდგას. თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ჰატაისპორს, გუნდი 16 ქულით მე-3 ადგილზეა და შემდეგ ტურში გაზიანთეფს შეხვდება.