ლობჟანიძე პირლოსთან ითამაშებს – საბას ახალი გუნდი ცნობილია

ISTANBUL, TURKEY - JANUARY 13: Saba Lobzhanidze of Hatayspor in action during the Super Lig match between Galatasaray and Hatayspor at the NEF Stadium on January 13, 2023 in Istanbul, Turkey (Photo by BSR Agency/Getty Images)

საბა ლობჟანიძე თურქულ კარაგიუმრუქში ითამაშებს. ინფორმაცია კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით უკვე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საბა ლობჟანიძე საქართველოში დაბრუნდა და ამ დრომდე უცნობი იყო როგორ გაგრძელდებოდა მისი კარიერა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ტრაბზონსპორიც იჩენდა.

რაც შეეხება კარაგიუმრუქს, გუნდი თურქეთის ჩემპიონატში 26 ქულით მე-9 ადგილზეა. კარაგიუმრუქის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო გახლავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *