ლობჟანიძე – საგოლე გადაცემა და დიდი ანგარიშით მოგება (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა საბა ლობჟანიძემ. მისი ჰატაისპორი მალატიასპორს დაუხვდა და 5:2 მოუგო. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლობჟანიძე ამ სეზონში ქართველი ლეგიონერებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ჰატაისპორში 29 მატჩი, 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება ჰატაისპორს, გუნდი თურქეთის ჩემპიონატში 42 ქულით მე-8 ადგილზეა და შემდეგ ტურში გაზიანთეფს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *