თურქეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ჰატაისპორმა, რომლის ღირსებასაც საბა ლობჟანიძე იცავს, ალტაის სტუმრად 2:1 მოუგო. საბას გუნდი 0:1 მარცხდებოდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა და 75-ე წუთზე ჩვენებურის გადაცემის შემდეგ გამარჯვების გოლი შეაგდო. ლობჟანიძემ პენალტიც მოიპოვა, თუმცა დიუფმა ვერ შეაგდო. საბა სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
ლობჟანიძე ჰატაისპორტში წელს ზაფხულში გადავიდა და ფაქტია გუნდს მშვენივრად შეეწყო. თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება ჰატაისორს, გუნდი 29 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ტრაბზონსპორს 10 ქულით ჩამორჩება. ჰატაისპორი შემდეგ ტურში სწორედ ტრაბზონს შეხვდება.