ლოგანი ფლოიდს უჩივის – მეივეზერმა პოლს კუთვნილი თანხა არ გადაუხადა

2021 წელს გამართულ საჩვენებელ ბრძოლაში, ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერი იუთუბერ ლოგან პოლს დაუპირისპირდა. დადგენილი წესების მიხედვით, ბრძოლის გადაწყვეტილებამდე მიყვანის შემთხვევაში, ოფიციალური გამარჯვებული არ გამოვლინდებოდა. ასეც მოხდა, ბრძოლამ ბოლომდე გასტანა, რამაც ფლოიდის მიმართ გულშემატკივრების კრიტიკა გამოიწვია – ყველა ელოდა, რომ დაუმარცხებელი მოკრივე, რომელიც ისტორიაში საუკეთესოდაც მოიაზრება, დამწყებ მოკრივეს ვადაზე ადრე დაამარცხებდა.

ცოტა ხნის წინ, ჯეიკ პოლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლოიდ მეივეზერს, ჯეიკსითვის ამ ბრძოლიდან გამომუშავებული თანხა არ გადაუხდია და მათი შემდეგი შეხვედრა უკვე სასამართლო დარბაზში გაიმართება – “ფლოიდს ჩემი ძმისთვის არ გადაუხდია. ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში და ლეგალური გზებით ვცდილობთ მივიღოთ ის, რაც ჩვენია. უბრალოდ სამარცხვინოა, როცა ფლოიდ “Money” მეივეზერს არ აქვს საკმარისი ფული, რომ ჩემს ძმას გადაუხადოს.

Leave a comment

Your email address will not be published.