ევრო 2020-ის მეორე ტურში იტალიელთა შვეიცარიელებზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ (3:0), პრესკონფერეციაზე იტალიელმა მანუელ ლოკატელიმ, მაგიდასთან დაჯდომამდე, სპონსორი კოკა კოლას ორი ბოთლი გვერდით გადადგა და წინ წყლის ბოთლი დაიდო. მერე ჟურნალისტებს გაუღიმა და საუბარი დაიწყო.
ასეთი ჟესტი სამიოდ დღის წინათ კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა უნგრეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. შედეგად, კომპანიამ 4 მილიარდ დოლარამდე იზარალა.