ლოკატელი ტურინში ? სასუოლო და იუვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ტურინის იუვენტუსმა სასუოლოს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კიდევ ერთი წინადადება გაუკეთა. ბიანკონერი მზად იყო, 23 წლის იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ნეროვერდისთვის 30 მილიონი ევრო და რადუ დრაგუშინი მიეცა, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით ამ წინადადებაზე უარი მიიღო.

 

ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურად არის დაკავებული დონეცკის “შახტარი” და მათი ახალი მთავარი მწვრთნელი დე ცერბი, ეს სპეციალისტი ბოლოს სწორედ სასუოლოში მუშაობდა და ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს, უკრაინელები სასუოლოს მსუყე წინადადებას უმზადებენ, მთავარი კონკურენტი კი “იუვენტუსია”, ფინანსური შეთავაზების გადაწონის შემთხვევაში როგორც ცნობილია ლოკატელის უფრო ტურინული ვარიანტი ხიბლავს, თუმცა დე ცერბი და რინატ ახმეტოვი, ფსონის გაზრდას და მეტი თანხის შეთავაზებას აქტიურად განიხილავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *