ლოკომოტივი და ჭიაბრიშვილი: მადლობა და ნახვამდის!

გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელის პოსტი დატოვა. კონტრაქტი დასრულდა და თანამსრომლობა აღარ გაგრძელდა… კლუბმა მადლობა გადაუხადა ჭიაბრიშვილს და კარიერაში წარმატებები უსურვა.

ჭიაბრიშვილის ლოკომოტივი ეროვნულ ლიგაში (2021 წელს) მეხუთე ადგილზე გავიდა, შარშან კი – მეოთხეზე. თუმცა ლოკომ ჭიაბრიშვილის პერიოდში ორი ეტაპი გადალახა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე: 2020 წელს ჯერ რუმინეთის უნივერსიტატიას, მერე კი მოსკოვის დინამოს აჯობა (2:1 ორივეს), მესამე ეტაპზე კი ესპანურ გრანადასთან 0:2 წააგო.

ვინ შეცვლის ჭიაბრიშვილს, ჯერ უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *