ლოკომოტივს ძველი-ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლოკომოტივის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გიორგი ჭიაბრიშვილი ლაშა ჭაღიაშვილმა შეცვალა. ახალგაზრდა სპეციალისტს ლოკოში აქამდეც უმუშავია. რკინიგზელებს იგი 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქურ გუნდში ფინანსური პრობლემებია. ლოკომოტივი თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა. შარშანდელი სეზონი გუნდმა 53 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

ეროვნული ლიგის წლევანდელი გათამაშება 25 თებერვალს დაიწყება. ლოკომოტივი პირველ ტურში თელავს შეხვდება.

ფოტო: ლოკომოტივის ფეისბუქ გვერდი

Leave a comment

Your email address will not be published.