ლომაჩენკო გამარჯვებით დაბრუნდა და ლოპეზთან რევანში გაინაღდა

გასული წლის მიწურულს, ტეოფიმე ლოპეზთან განცდილი მარცხის შემდეგ ვასილი ლომაჩენკო გამარჯვებით დაბრუნდა. უკრაინელმა მოკრივემ მასზე 12 სანტიმეტრით მაღალი მასაიოში ნაკატანი მე-9 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა – იაპონელმა ლომას ძლიერ და კომბინირებულ დარტყმებს ვეღარ გაუძლო, რინგზე მუხლებით დაეცა, სადაც რეფერიმ ბრძოლის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ლომაჩენკო აღნიშნულ მომენტამდე ქულებითაც იგებდა 79-72.

რა იქნება შემდეგი ლომაჩენკოსთვის? მან წინა ბრძოლაში სამი ქამარი დათმო. ბრძოლაზე იმყოფებოდა ტეოფიმო ლოპეზის მამა, რომელმაც ESPN-ს განუცხადა, რომ ლომა ლოპეზთან რევანშს მიიღებს, თუმცა ეს ტეოფიმოსა და კამბოსოს ბრძოლიდან, რომელიც აგვისტოშია ჩანიშNული, მალევე უნდა მოხდეს. ლომაჩენკომაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის მზად იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *