ლივერპულის ფორვარდმა სადიო მანემ თქვა, რომ ყველა ტიტულს გაცვლიდა აფრიკის თასში…
სენეგალელმა აფრიკის თასის წინა გათამაშებაში ფინალი წააგო ალჟირთან (0:1) და ახლა ეცდება, რომ ჩემპიონი გახდეს. როგორც იცით, აფრიკის თასი 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაიმართება კამერუნში. სენეგალი ერთ-ერთი ფავორიტია. ჯგუფში მანეს გუნდს ჰყავს მალავი, ზიმბაბვე და გვინეა.
მანემ საინტერესო ამბავი გაიხსენა:
„ბავშვობაში მეძახდნენ „ბალონბუვას“, რაც ნიშნავს ბურთის ჯადოქარს. თუმცა უფრო „გაინდე“ ვიყავი, ანუ ლომი. დიახ, ლომივით მონადირე, დაუნდობელი და ფეთქებადი ვარ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვნადირობდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოვინადირე, მაინც მშიერი ვარ. სენეგალი ჩემპიონობას ელოდება. მე კი ყველა ტიტულს გავცვლიდი ამის სანაცვლოდ. ახლა ჩემი დროა“ (Mirror)