რომელუ ლუკაკუს ჩელსიში საქმეები აერია. ფეხბურთელს ტომას ტუხელთან კონფლიქტი აქვს და გერმანელმა იგი განაცხადს მიღმა დატოვა. დიდი შანსია ბელგიელმა ფორვარდმა გუნდი დატოვოს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ტოტენჰემში გადავიდეს. დეზების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელიც ლუკაკუს ინტერში ხელმძღვანელობდა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის.
ლუკაკუ ჩელსიში შარშან ზაფხულში ინტერიდან გადავიდა. ბელგიელმა ფორვარდმა ლონდონელთა მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ტოტენჰემს, კონტეს შეგირდები პრემიერლიგაში 33 ქულით მე-6 ადგილზე არიან და უახლოეს მატჩს სწორედ ჩელსისთან გამართავენ.