ლონდონი დუბლინით შეიცვალა

2023 წელს ევროთასების ფინალური მატჩები დუბლინში, ავივა სთედიუმზე 19 და 20 მაისს გაიმართება. იმთავივე გადაწყვეტილი იყო, რომ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის გათამაშების ფინალები ლონდონში, ტოტენჰემის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ვინაიდან, წლეულს ზამთარში, ყატარში ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება, ინგლისის ჩემპიონატი სხვა სეზონებისგან განსხვავებით გვიან დასრულდება და, შესაბამისად, ეს სტადიონი დაკავებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ევროთასების ფინალური მატჩები მარსელში, ველოდრომზე 27 და 28 მაისს გაიმართება. ავივა სთედიუმმა ამ ტურნირების გადამწყვეტ მატჩებს სამჯერ, 1999, 2003 და 2013 წლებში უმასპინძლა.

The Heineken Champions Cup

Leave a comment

Your email address will not be published.