ყაზანის “უნიქსის” ამერიკელი გამთამაშებელი – ლორენცო ბრაუნი ევროლიგის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
რუსულმა კლუბმა 85:71 დაამარცხა ბერლინის “ალბა” და სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, ლორენცოს ანგარიშზე კი 21 ქულა (თამაშიდან 15 ესროლა და 9 ჩააგდო), 9 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო. ბრაუნის მარგიქმედების კოეფიციენტმა +31 შეადგინა, რაც საუკეთესო შედეგი იყო მე-11 ტურში.
“უნიქსის” ისტორიაში ლორენცო ბრაუნი მეხუთე კალათბურთელი გახდა, რომელმაც შეძლო მოეგო ევროლიგის ტურის MVP-ს ტიტული.
ტოპ 5 მარგიქმედების კოეფიციენტი მე-11 ტურში
1. ლორენცო ბრაუნი +31
2. კოსტას სლუკასი +29
3. მარიო ჰეზონია +28
4. ნიკოლა ლაპროვიტოლა +28
5. მუსტაფა ფოლი +27
ტურში ყველაზე მეტი ქულა “ბარსას” არგენტინელმა გამთამაშებელმა – ნიკოლა ლაპროვიტოლამ დააგროვა – 25, ყველაზე მეტი მოხსნა კრის კუმაჯეს ქონდა – 12, ხოლო მთავარი მეპასე – “ჟალგირისის” პლეიმეიკერი – მანტას კალნიეტისი გახდა 11 შედეგიანი გადაცემით.