მსოფლიო რეიტინგის 57-ე ჩოგანმა – ლორენცო მუზეტიმ წარმატებული სტარტი აიღო ნურ-სულთანის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე. პირველ წრეში იტალიელმა მარკ პოლმანსი დაამარცხა 6:4 2:6 6:4 და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მოგებული მატცის შემდეგ, ლორენცომ გულწრფელად ისაუბრა პრესკონფერენციაზე და თავისი კარიერული „ჩავარდნის“ მიზეზები ახსნა.
„ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელი გამარჯვების მოპოვება. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, რომლის განმავლობაშიც დავკარგე გამარჯვების სურვილი.
დავშორდი ჩემშ შეყვარებულს. ასეთი რამ ხშირად ხდება ახალგაზრდების ცხოვრებაში. პირადი პრობლემები უკვე კორტზე გადმომქონდა და ამან ძალიან დამაზარალა.
იყო მომენტები, როდესაც საერთოდ არ მინდოდა კორტზე გასვლა და თამაში.
ჯერ კიდევ „დაბრუნების“ პროცესში ვარ.ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ დავიწყე სიარული ფსიქოლოგთან. ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა
იტალიის ჩოგბურთის ფედერაცია და მინდა მადლობა გადავუხადო.
როლან გაროსის შემდეგ მატულობდა და მატულობდა პრობლემები, რომელსაც მარტო უბრალოდ ვეღარ ვუმკლავდებოდი.
ფსიქოლოგთან მუშაობის შემდეგ ნიუ იორკში ისევ ვიგრძენი, რომ დამიბრუნდა თამაშის ხალისი. მინდოდა მევარჯიშა, ისევ გამეცინა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა იყო პირველი ტურნირი, სადაც ბაბლში აღარ გვიწევდა ცხოვრება და თავისუფლად შეგვეძლო ქუჩაში გასვლა.
ჩემი უახლოესი მიზნები ასეთია – მაქსიმალურად მეტი მატჩის მოგება. ძალიან მსურს გავიარო კვალიფიკაცია წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც ახალგაზრდებს შორის გაიმართება (ქალაქ მილანში).
მშობლიური პუბლიკის წინაშე თამაში დიდი სიამოვნება იქნება ჩემთვის. ეს სწორედ ისაა, რაც ძალიან მაკლდა ბოლო პერიოდის განმავლობაში’ – განაცხადა 19 წლის მუზეტიმ.