ლორენცო სონეგოს რევანში ნიკოლოზ ბასილაშვილთან

ა.შ.შ-ს ქალაქ სან დიეგოში სტარტი აიღო ATP-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. სამწუხაროდ პირველი რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას ნიკოლოზ ბასილაშვილი. წილისყრის შედეგად ქართველ ჩოგბურთელს კრისტიან გარინისთან უნდა ეთამაშა, თუმცა ჩილელმა ბოლო მომენტში ტურნირზე ასპარეზობაზე უარი თქვა და მისი ჩანაცვლება იტალიელი ლორენცო სონეგოთი მოხდა.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან ნელ – ნელა გამოიკვეთა იტალიელის უპირატესობა. ლორენცომ მე-6 გეიმში ვერ შეძლო ბრეიკპოინტის რეალიზება, თუმცა მერვე გეიმში თავისას მაინც მიაღწია და მესამე მცდელობით ბრეიკი შეასრულა 5:3.

ნიკამ გაიბრძოლა – მეტოქის გეიმში ორი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და სცადა პარტიის გადარჩენა, თუმცა არ გამოუვიდა – სონეგომ ჯერ საფრთხე მოიგერია, ხოლო შემდეგ სეტიც გამარჯვებით დაასრულა 6:3.

null

მეორე პარტია ბასილაშვილისთვის ცუდად დაიწყო – პირველივე გეიმში დაბრეიკდა და მალევე 0:2 ჩამორჩა მეტოქეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში იტალიელი ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად აწვდიდა (12 ეისი, არცერთი ორმაგი შეცდომა), რისი წყალობითაც სონეგომ იოლად მიიყვანა მეორე სეტიც ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:4(ნიკა ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკპოინტამდე) და რევანში აუღო ქართველს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნაწვნევი მწარე მარცხისთვის.

null

სან დიეგოს ტურნირის მეორე წრეში სონეგო სებასტიან კორდას დაუპირისპირდება, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ინდიან უელსისკენ აიღებს გეზს, სადაც 7 ოქტომბერს სტარტს აიღებს ATP-ის მორიგი მასტერსი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *