ანორთოსისმა აპოელი 2:1 დაამარცხა და ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ. ისიც გითხარით, რომ აპოელის მხრიდან გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველ ფორვარდს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გიორგი ლორიას ბრწყინვალე სეივმა ამაში ხელი შეუშალა. გამოცდილმა მეკარემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმული მოიგერია და ურთულესი სეივი შემოგვთავაზა.
ლორია VS ქვილითაია – სეივი, რომელიც გოლს უდრის (ვიდეო)
