ლოჩოშვილმა ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)

ავსტრიის ჩემპიონატში 21-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ვოლფსბერგერმა, რომლის მაისურითაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, შინ ვენის აუსტრიასთან 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო შეხვედრის მიწურულს მოხდა, როცა მასპინძელთა ნახევარმცველი ტიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელთან უმალ ლოჩოშვილი გაჩნდა, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია და შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშე სიკვდილისგან იხსნა.

ეს ამბავი დაახლოებით 8 წლის წინანდელ ისტორიას მოგაგონებთ, როცა ანალოგიურ სიტუაციაში იყო ჯაბა კანკავა, რომელმაც კიევის დინამოს ნახევარმცველს მსგავსი დახმარება გაუწია და მანაც სიკვდილისგან იხსნა ფეხბურთელი.

Leave a comment

Your email address will not be published.