ლუის სკოლამ საკალათბურთო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა არგენტინელმა მძიმე ფორვარდმა – ლუის სკოლამ 41 წლის ასაკში დაასრულა საკალათბურთო კარიერა.

ლუისი იტალიური კლუბის – „ვარეზეს“ – გენერალურ დირექტორად დაინიშნა და შეეცდება უკვე ამ პოზიციიდან წასწიოს წინ გუნდი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში სკოლამ სანაკრებო დონეზე დაასრულა ასპარეზობა, მას შემდეგ რაც ოლიმპიადის 1/4 ფინალში არგენტინის ნაკრები დამარცხდა ავსტრალიასთან.

null

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ლუისის კარიერაში გახლდათ მეხუთე ოლიმპიადა, სადაც სკოლამ ითამაშა. ტურნირის მსვლელობისას 41 წლის არგენტინელმა დაგროვილი ქულების მიხედვით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, გაუსწრო რა ბრაზილიელ ვლამირ მარკეს (ოლიმპიადების ისტორიაში).
2004 წელს სკოლამ ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე – ბრინჯაო, 2002 და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ფინალში დამარცხდა (ვერცხლის მედლები).

null

ლუისმა პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა 1995 წელს დაიწყო არგენტინულ კლუბ „ფერო“-ში, 1998-ში გადავიდა ესპანურ „ტაუ-კერამიკაში“ (ეხლანდელი „ბასკონია“). 2002 წელს არგენტინელი კალათბურთელი ნბა-ს დრაფტზე 56-ე პიკად იქნა არჩეული, თუმცა ევროპიდან ამერიკაში სათამაშოდ მხოლოდ 2007 წელს წავიდა და 10 სეზონი ჩაატარა – „ჰიუსტონის“, „ფინიქსის“, „ინდიანას“, „ტორონტოს“ და „ბრუკლინის“ რიგებში.
სკოლას სტატისტიკა ნბა-ში ასე გამოიყურება – 743 მატჩი რეგულარულ სეზონში (505 სასტარტოში), საშუალოდ 12 ქულა, 6.7 მოხსნა და 1.6 შედეგიანი გადაცემა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *