ლუის სუარესი: იმედია კუმანს გამბედაობა ეყოფა და სიმართლეს იტყვის

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა რონალდ კუმანზე ისაუბრა. სწორედ ნიდერლანდელის ინიციატივით მოუხდა ურუგვაელს ბარსელონას დატოვება.

“მას მერე დიდი დრო გავიდა და ახლა თუ კუმანს სადმე შევხვდები პატივისცემის და თავაზიანობის გამო მივესალმები. იმედი მაქვს მას ეყოფა ის გამბედაობა, რაც ფეხბურთელობისას ჰქონდა და სიმართლეს იტყვის, იტყვის, რომ გუნდიდან სპორტული მიზეზის გამო არ გავუშვივარ.” – ციტირებს სუარესის სიტყვებს Marca.

სუარესი ბარსელონაში 2014-20 წლებში თამაშობდა. ბლაუგრანას შემადგენლობაში მან ლა ლიგა (4), ესპანეთის თასი (3), ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *