ლუიშ ფიგუ: რონალდუს მანჩესტერიდან წასვლა ორივე მხარესთვის მომგებიანია

1 კვირის წინ კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. ამ თემაზე ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ისაუბრა.

“რონალდუს მანჩესტერიდან წასვლა ორივე მხარესთვის მომგებიანია. კრიშტიანუ საკუთარი თავისთვის თამაშობდა, და არა გუნდისთვის, რომელსაც მისი დარჩენა სურდა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, თუმცა ნაკლებად თამაშობდა და მწვრთნელი არჩევანს მასზე არ აკეთებდა. რონალდუს მომავალი? ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნები აქვს და რა გუნდები იწვევენ.” – ციტირებს ფიგუს სიტყვებს Manchester Evvening News-ი.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს არცისე წარმატებული საკლუბო სეზონი აქვს. აგვისტოდან მოყოლებული მანჩესტერის მაისურით მან მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *