ლუკაკუმ პოზიცია დააფიქსირა – რა უთხრა კლუბსა და ტუხელს?

 

რომელუ ლუკაკუს სკანდალურმა ინტერვიუმ ყველა ტაბლოიდი მოიარა. მოგეხსენებათ, ბელგიელმა ფორვარდმა თქვა, რომ ჩელსიში მისი როლი არ მოსწონს და ინტერიდან წამოსვლაც შეცდომა იყო.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი ტუხელსა და ხელმძღვანელობას შეხვდა და უთხრა, რომ იანვარში სხვაგან გადასვლა არ სურს..

ლონდონელები მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლებას არ აძლევენ.

აღსანიშნავია, რომ ლუკაკუსა და ტუხელს შორის კონფლიქტში, როგორც ხელმძღვანელობამ, ასევე ფეხბურთელებმა გერმანელი სპეციალისტის მხარე დაიჭირეს…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *