ბელგიელმა ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ ინტერიდან ჩელსიში გადასვლაზე ისაუბრა
“ჩელსის გულისთვის, ინტერის დასატოვებლად მზად ვიყავი. ბავშვებს რეალი, ბარსელონა, მანჩესტერი უყვართ, ჩემი გუნდი კი ჩელსია. ყველამ იცის ეს კლუბი ჩემთვის რასაც ნიშნავს.
როდესაც დამირეკეს, უარი როგორ შეიძლებოდა მეთქვა? მათი ინტერესი სამი წინადადებიდანაც ჩანს: ინტერს ჯერ 100 მილიონი შესთავაზეს, შემდეგ 105, ბოლოს კი 110 მილიონი. მაშინ გავაანალიზე საქმე რამდენად სერიოზულად იყო.
მანჩესტერში ღრმა ხვრელში ვიყავი, ამიტომ ინტერის ზურგს უკან მოქმედება არ მინდოდა.
ვარჯიშის შემდეგ, ინძაგისთან ოფისში შევედი. სიტუაციის არევა არ მინდოდა, თუმცა ჩემი გონება მილანიდან უკვე შორს იყო. მას ვთხოვე ჩელსის წინადადებას დათანხმებოდნენ,” – თქვა ლუკაკუმ