ბელგია მორჩა!.. ყველაზე მაგარი თავდამსხმელი სამწვრთნელო შტაბშია

ბელგია გავარდა. ეს სუპერთაობის დასასრულია? გამოჩნდება, მაგრამ დიდი ალბათობით, მართლაც დასასრულია. კევინ დე ბრუინი, ედენ აზარი, რომელუ ლუკაკუ, აქსელ ვიტცელი, იან ვერტონგენი, ტობი ალდერვაირელდი… ზოგი უკვე გადასცდა 30 წელს, ხოლო ზოგიერთიც მომდევნო დიდი ტურნირისთვის იქნება 30-ს ზემოთ.

რომელუ ლუკაკუ – საშინელი მატჩი ჰქონდა ხორვატიასთან. ფორმაში არაა და ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი მომენტების გაფუჭება ნამეტანია. რომ არ ვიცოდეთ, რა კლასისაა, გვეგონებოდა შემთხვევით მოხვდა მსოფლიოზეო. ასეთი ლაფსუსები ახასიათებს ლუკაკუს – გავიხსენოთ, ადრე ინტერში ევროპა ლიგის სევილიასთან ფინალში თავის კარში გაიტანა, მერე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო ტურში, ბოლო წუთებზე თავით გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან… და დღესაც.

ამ დროს კი ვინ არ ინატრებდა ბელგიისთვის თავდამსხმელს, რომელიც სწორედ ბელგიის მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა? ტიერი ანრი.

აი, ხორვატია კი მერვედფინალშია. მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფში და გაირკვევა, ვისაც შეხვდება. ხორვატებს ძალიან ეტყობათ, რომ 2018 წლის დარი გუნდი არ ჰყავთ, მაგრამ იოლად ვის რას დაუთმობს? ეს ხორვატიაა, ბოლომდე მებრძოლი.

ხორვატია-ბელგია 0:0

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *