ლუკაკუ ლონდონშია

რომელუ ლუკაკუ ლონდონში კიდევ ერთხელ ჩაფრინდა. მან ჩელსიში გადასვლის საკითხი უნდა მოაგვაროს. ინგლისელები მის სანაცვლოდ 98 მილიონ გირვანქას იხდიან.

ლუკაკუ ლონდონურ კლუბში 2011-14 წლებში თამაშობდა. დროის ამ მონაკვეთში ის ხან ვესტ ბრომვიჩში ჰყავდათ იჯარით გაშვებული და ხან ევერტონში, სადაც 2014 წელს ნამდვილი კონტრაქტით გადაბარგდა კიდეც.

See the source image

ევერტონიდან ლუკაკუ მანჩესტერში წავიდა, საიდანაც ინტერს მიაშურა და იქ 2019-21 წლები გაატარა. მილანელთა შემადგენლობაში ლუკაკუ სერია A-ს ჩემპიონიც გახდა.

ახლა, ლუკაკუს ხელშეკრულებაზე იურისტები მუშაობენ და თუ ყველაფერი რიგზე იქნა, ის სტემფორდ ბრიჯზე ხუთი წლით გადაბარგდება. მისი გასამრჯელო იქნება კვირაში 200 000 გირვანქა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *