რომელუ ლუკაკუ ჩელსიში დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანელთა ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ლონდონელებმა ინტერს მის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა რომელუ სწორედ ჩელსიდან გაიცნო. ლონდონელთა ღირსებას იგი 2011-12 წლებში იცავდა, თუმცა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
რაც შეეხება მისი და ინტერის ურთიერთობას, ლუკაკუ ნერაძურიში 2019 წლის ზაფხულში მანჩესტერიდან გადავიდა. წინა სეზონში ფეხბურთელმა მილანელთა მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ინტერს სერია ა-ს მოგებაში დაეხმარა.