ლუკაკუ 8, კოვაჩიჩი 5… ვინ რამდენი ენა იცის?

რამდენ ენაზე ლაპარაკობს რომელუ ლუკაკუ? ცნობილია, რომ ის ამ მხრივ საკმაოდ განვითარებულია, ზოგი 6-ს ამბობდა, ზოგი 7-ს. აღმოჩნდა, რომ ბელგიელმა 8 ენა იცის… ფრანგული, ფლამანდრიული, ჰოლანდიური, იტალიური, ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური და გერმანული.

ჩელსიში სხვა „პოლიგლოტიცაა“. ის მთლად ლუკაკუობას ვერ ქაჩავს, მაგრამ 5 ენა იცის: მატეო კოვაჩიჩი… ხორვატული, ინგლისური, ესპანური, გერმანული და იტალიური.

და კიდევ, ბრიტანულ პრესაში წერია, რომ ჩელსის ინგლისელი ფეხბურთელებიდან ერთი უცხო ენაც კი არავინ იცის…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *