ლუკაკუ

12 აგვისტოს რომელუ ლუკაკუმ ჩელსისთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კვირაში 325 ათასგირვანქიანი ხელფასით. არისტოკრატებმა მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა (100 მილიონ 145 ათასი ევრო) გადაიხადეს, რაც ჩელსისთვის სატრანსფერო რეკორდია.

ბელგიელ შემტევს ადრეც უთამაშია ჩელსიში. 2011-14 წლებში. მაგრამ გუნდში მაშინ დიდიე დროგბა,  ფერნანდო ტორესი, დანიელ სტარიჯი და სოლომონ კალუ თამაშობდნენ. ცხადია, ჭაბუკმა რომელუმ საკუთარი თავი ვერ იპოვნა.

Chelsea confirm Romelu Lukaku signing from Inter in €115m deal | Chelsea |  The Guardian

იმ სეზონში ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ალიანც არენაზე მიუნხენის ბაიერნს მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში აჯობეს (4:3). ლუკაკუ  განაცხადშიც არ იყო და მერე თქვა კიდეც: ჩელსიმ გაიმარჯვა, მაგრამ ეს არ იყო ჩემი გუნდიო. საყოველთაო ზეიმისას, მინდორზე სანუკვარ თასს არც მიეკარა.

მერე იყო იჯარები ვესტ ბრომვიჩსა და ევერტონში. მანჩესტერ იუნაიტედი, სადაც პირველად გაიბრწყინა. სეზონის პირველ ცხრა მატჩში 10 ბურთი გიტანა და სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც მანამდე ამავე რაოდენობის შეხვედრებში ცხრაჯერ გამოეჩინა თავი.

ჯამში, მანკუნიელებთან ორწლიანი გარჯისას 96 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა, მაგრამ რაღაც მაინც ვერ აეწყო. ვერც  გულშემატკივრების მხრიდან გრძნობდა დიდ სიყვარულს და ვერც კლუბის მესვეურთგან.

შემდეგ კი – ინტერი. სადაც მსოფლიო კლასის ფორვარდად იქცა. 11 წლიანი პუზის შემდეგ კლუბს იტალიის სერია A მოაგებინა და ბრიტანეთში დაბრუნდა. „ახლა თავს გაცილებით სრულყოფილად ვგრძნობ. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი ყველა ის ხერხი შემესწავლა, რაც ძლიერ თავდამსხმელს სჭირდება. ჩელსიში ლიდერად მოვედი. საკუთრი თვის ახალი ვერსია ვარ“, – უთხრა ორიოდ დღის წინათ კლუბის ოფიციალურ საიტს.

ყოველთვის უსმენდა დრობას დარიგებებს და ეს დღემდე გრძელდება. მასთან ურთიერთობა მთელი სამყაროა ჩემთვის. თითქმის ყოველდღე ვესაუბრები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი უფრო მეტს ველაპარაკებოდი. ძალიან დამეხმარა სიტუაციაში გარკვევაშიო – დასძენს 28 წლის ბელგიელი.

Lukaku pulls Inter eight points clear as Juve, Milan held

ახლა ის ახალი საჩემპიონო გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ყველაფერი იოლად არ იწყებოდა.

ბავშვობაში ანტვერპენში ცხოვრობდა. ამ ქალაქში ოჯახი მას შემდეგ გადავიდა, რაც მამამ ყოფილ შეყავრებულზე იძალადა. ამბობენ, მანქანის საბარგულშიც ჰყავდა გამოკეტილიო. მოკლედ, 15 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხეში გაუშვეს.

ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა და ძალიან გაუჭირდათ. ისინი სოციალურ  საცხოვრისში გადაიყვანეს, სადაც ხშირად შუქიც არ ჰქონდათ.

„შინიდან სოციალურ საცხოვრისში გაგვასახლეს. ხშირად არ გვქონდა შუქი, არ გვქონდა ტელევიზორი და იატაკზე გვეძინა,“ – იხსენებს რომელუ.

Can Romelu Lukaku end the 'curse' of Chelsea's No 9 shirt? After Torres,  Morata, Falcao, Sidwell, Boulahrouz (yes, really) and even more signings  flopped while wearing the number, here's why fans think

დედას ნერვიულობისგან დიაბეტი დემართა, მაგრამ მაინც მუშაობდა. სახლებსა და კაფეებს ალაგებდა.

„ძმასთან, ჯორდანთან ერთად, ბავშვთა გუნდის ვარჯიშებზე ავტობუსით დავდიოდი, იქიდან კი დედასთნ სამსახურში გავრბოდით და კაფეში მაგიდების გადააგდილებაში ვეხმარებოდით“, – დასძენს ლუკაკუ.

ექვსი წლისას დედისთვის უთქვამს, ანდერლეხტში ვითმაშებ და ფულს მოგცემო. პირობა აასრულა და 16 წლისა უკვე ანდერლეხტის პირველი გუნდის მოთამაშე იყო. ახლა მისი ქონება დაახლოებით 40 მილიონი ევროა… ჭეშმარიტად, ჩარლზ დიკენსის სიუჟეტია.

ერთია კიდევ. ბავშვობაში თანატოლებზე გაცილებით მაღალი იყო და ხშირად შეჯიბრებებისას არ უჯერებდნენ, გადაკეთბული გაქვს ასაკიო.

აგენტი მინო რაიოლა ამბობს: „ბავშვების მშობლებს არ სჯეროდათ, რომ მათი შვილების ასაკის იყო. გაცილებით უფროსს ჰგავდა. დედამისს ველაპარაკე და მატჩების დროს რომელუს  დაბადების მოწმობით მოდიოდა სტადიონზე, რათა  პრობლემები არ შექმნილიყო“…

Everybody Is Talking About PSG's Under 12's Player - SPORTbible

ასეთი იყო პატარა ლუკაკუ, დიდს ყველა ხედავს…

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *