NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ მოედანზე „დალასს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 27 ქულიანი სხვაობით განადგურდა 85:112.
„მავერიქსი“ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – კოვიდ პანდემიის გამო შემადგენლობაში არ იყვნენ კრისტაფს პორჟინგისი და ვილი კოლი შტეინი. მიუხედავად მაღალი მოთამაშეების არყოფნისა, ჯეისონ კიდმა სათამაშო ტაქტიკა ისე გადააწყო, რომ ტექსასურმა გუნდმა შეხვედრა მაინც მარტივად მოიგო.
მატჩის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, ორივე მეოთხედში მცირედით უკეთესი მაინც „მემფისი“ იყო და შესაბამისად პირველი ტაიმი მასპინძელმა გუნდმა 55:50 მოიგო.
შეხვედრის მეორე ნახევარი „დალასმა“ უკეთესად დაიწყო – ლუკა დონჩიჩმა 10 ქულა ჩააგდო, მეორე ხუთეულში გადაწეულმა ტიმ ჰარდევეი ჯუნიორმა მიზანი გაისწორა და პერიმეტრიდან არაერთი სამქულიანი ჩასვა კალათში,შესაბამისად „მავერიქსმა მესამე პერიოდი 34:18 მოიგო და მატჩში გალიდერდა.
მეოთხე მეოთხედი სტუმრებმა 7:0 გაქცევით დაიწყეს და შეხვედრაში ყველანარი ინტრიგა მოკლეს 91:73.
„მემფისმა“ გაიბრძოლა, თუმცა არაფერი გამოუვიდა – გუნდს აშკარად ეტყობოდა გადაღლილობა, რადგან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში გრიზლისმა მეხუთე მატჩი გამართა.
მატჩის ბოლო 5 წუთი უკვე „გარბიჯ თაიმად“ იქცა, რომლის შემდეგაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 112:85.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც კარიერული მე-40 სამმაგი დუბლი შეასრულა – 27 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.16 ქულა დააგროვა ტიმ ჰარდევეიმ, 15-15 ბრანსონმა და კრისმა.
„მემფისის“ რიგებში 19 ქულით გამოირჩა ჯა მორანტი, 16 ქულა ქონდა პროგრესირებად ბეინს, 12 კაილ ანდერსონს.
რეგულარულის ამ ეტაპზე „დალასი“ მშვენიერ ფორმაში იმყოფება, უკანასკნელი 8 მატჩიდან 7 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს (23 მოგება/19 მარცხი).
„გრიზლისმა“ შეწყვიტა გამარჯვებათა 11 მატჩიანი სერია(საუკეთესო გუნდის ისტორიაში) და დასავლეთში მესამე პოზიციაზეა (30 მოგება/15 მარცხი).