მსოფლიოს 4 ქალაქში დასრულდა ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპები, რის შემდეგაც გაირკვა ის 4 ნაკრები, რომელიც მოახლოვებულ ოლიმპიადაზე ითამაშებს.
ლიეტუავას დედაქალაქ კაუნასში, ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლით სლოვენიამ 96:85 დაამარცხა ლიეტუვა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
სლოვენია თავის არსებობის ისტორიაში, პირველად გავიდა საკალათბურთო ოლიმპიადაზე. ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა – დარიუს მასკოლიუნასმა წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
ლიეტუვა – სლოვენია 85:96 (24:28, 28:24, 17:28, 16:16)
ლიეტუვა: ვალანჩუნასი (14+6 მოხსნა), კალნიეტისი (14), ბუტკევიჩუსი (14), ბენძიუსი (11)
სლოვენია: დონჩიჩი (31+11 მოხსნა+13 პასი), ჩანჩარი (18), ბლაჟიჩი (16), ტობი (13)
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში, მოულოდნელად მასპინძლებმა მტკივნეული მარცხი იწვნიეს იტალიის ნაკრებისგან და ოლიმპიადის გარეშე დარჩნენ.
შეხვედრის გმირი აჩილე პოლონარა გახდა, რომელმაც მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა 22ბქულა+12 მოხსნა.
სერბეთი – იტალია 95:102 (22:28, 23:29, 18:23, 32:22)
სერბეთი: ანდუშიჩი (27), პეტრუშევი (22), დობრიჩი (17)
იტალია: მენიონი (24), პოლონარა (22+12), ფონტეჩიო (21+8 მოხსნა), ტონუტი (15).
კანადის ქალაქ ვიქტორიაში მიმდინარე ტურნირის 1/2 ფინალში მასპინძელთა უძლიერესმა ნაკრებმა (ერ ჯეი ბარეტი, კორი ჯოზეფი, ტრეი ლაილსი, დუვაიტ პაუელი, ენდრიუ ვიგინსი, ნიკ ალექსანდერ ვოკერი, ენტონი ბენეტი, მწვრთნელი ნიკ ნურსი) ოვერტაიმში წააგო ჩეხეთის ნაკრებთან 103:101 და სენსაციურად გამოეთიშა საკვალიფიკაციო ეტაპს.
ებრაელი სპეციალისტის, რონენ გინზბურგის გაწვრთნილმა ჩეხეთმა კი ფინალში იანის ანტეტენკუმპოს გარეშე მოასპარეზე საბერძნეთი 97:72 დაამარცხა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
ჩეხეთი – საბერძნეთი 97:72 (32:22, 18:21, 31:11, 16:18)
ჩეხეთი: აუდა (20), ვესელი (16+9 მოხსნა), ბოგაჩიკი (15), ბალვინი (14), სატორანსკი (12).
საბერძნეთი: პაპაიანისი (14), ლარენძაკისი (12), მიტოღლუ (12), სლუკასი (11).
ხორვატიის ქალაქ სპლიტში , დამაჯერებლად მოიგო საკვალიფიკაციო ტურნირი გერმანიის ნაკრებმა, რომელმაც ჯერ 1/2 ფინალში სძლია მასპინძლებს 86:76 , ხოლო ფინალში მო ვაგნერის 28 ქულის წყალობით 75:64 მოუგო ბრაზილიას.
გერმანია – ბრაზილია 75:64 (14:17, 22:17, 16:12, 23:18)
გერმანია: ვაგნერი (28+6 მოხსნა), ბენზინგი (13), ლო (10+5 პასი)
ბრაზილია: ვარეჟაო (14), გარსია (10), ბენიტე (9), კაბოკლო (9)
ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას:იაპონია, საფრანგეთი, ნიგერია, არგენტინა, გერმანია, სლოვენია, ავსტრალია, ირანი, ესპანეთი, ჩეხეთი, იტალია, ა.შ.შ.