ლუკა დონჩიჩის 25 ქულით „დალასმა“ “სან ანტონიო” დაამარცხა

DALLAS, TX - OCTOBER 28: Luka Doncic #77 of the Dallas Mavericks goes in for a lay up against the San Antonio Spurs on October 28, 2021 at the American Airlines Center in Dallas, Texas. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2021 NBAE (Photo by Glenn James/NBAE via Getty Images)

ნბა-ს სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონში პირველი ტექსასური დაპირისპირება შედგა – „დალასმა“ საკთარ მოედანზე „სან ანტონიოს“ უმასპინძლა.

შეხვედრის სტარტზე „სპურსმა“ 25:5 გაქცევა მოაწყო და 20 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. „დალასს“ ძალიან გაუჭირდა, 6 წუთის განმავლობაში მასპინძლები ვერ ახერხებდნენ თამაშიდან ბურთის ჩაგდებას მეტოქის კალათში, თუმცა ეს დანავსული სერია ისევ ლუკა დონჩიჩმა „გატეხა“, როდესაც სამქულიანი „ჩასვა“ შორი დისტანციიდან.

null

მიუხედავად კრისტაფს პორჟინგისის არყოფნისა, „დალასმა“ 31:4 გაქცევა მოაწყო და ამჯერად უკვე მასპინძლები გალიდერდნენ 36:29.

„სპურსმა“ პირველი ტაიმი მაინც მოიგო – 46:47-ზე ბრინ ფორბსმა სირენასთან ერთად ბაზერბითერი ჩააგდო და სტუმრები დიდ შესვენებაზე 2 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარში „დალასი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი მეტოქე – ლუკა დონჩიჩის ლიდერობით მასპინძლებმა ჯერ მესამე მეოთხედი მოიგეს 29:27, ხოლო შემდეგ მეოთხე მეოთხედში 5 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც შეინარჩუნეს კიდეც მატჩის ბოლომდე.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. სათადარიგოთა სკამიდან მშვენივრად ჩაერთო თამაშში ჯალენ ბრანსონი, რომელსაც 19 ქულა ქონდა.

null

დაგ მაკდერმოტის(მარჯვენა მუხლის ტრავმა) გარეშე დარჩენილ „სპურსს“ დეჟანტე მარიმ ულიდერა, რომელსაც მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე23 ქულა,10 მოხსნა, 8 პასი. ორმაგი დუბლი შეასრულა ავსტრიელმა ცენტრმა ჯაკობ პოელტლმა – 14 ქულა, 13 მოხსნა (6 მეტოის ფარზე).

გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილ „სან ანტონიოს“ სეზონის სტარტზე ცუდი შედეგები აქვს – ხუთი მატჩიდან 4 წააგო. „დალასს“ კი პირიქით – 3 მოგება და 1 წაგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *