NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “დალასმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “დეტროიტს” და მეტოქე 111:105 დაამარცხა.
შეხვედრის გმირი “მავერიქსის” სლოვენიელი გამთამაშებელი – ლუკა დონჩიჩი გახდა. “ლუკა მეჯიქმა” სტუმრებს 36 წუთში 53 ქულა ჩაუგდო.
დონჩიჩმა თამაშიდან 24 ბურთი ესროლა, საიდან 17 ზუსტად მოათავსა კალათში (11-დან 5 სამქულიანი, 18-დან 14 საჯარიმო). ლუკას ანგარიშზე ასევე გახლდათ 8 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა.
სოლვენიელ გამთამასებელს კარიერაშ რიგით მეხუთე შეხვედრა ქონდა, როდესაც 50+ ქულის დაგროვება შეძლო. ამ ხუთი მატჩიდან 4 მიმდინარე სეზონში გახლდათ. შეგახსენებთ,, რომ 27 დეკემბერს ლუკამ პირადი რეკორდი დაამყარა, როდესაც “ნიქსს” 60 ქულა ჩაუგდო.
“დეტროიტთან” მოგებულ შეხვედრაში ლუკას თამაში გამორჩეულად პირველ და მესამე მეოთხედებში წაუვიდა. საწყის პერიოდში მან 24 ქულა ჩააგდო, მესამეში 18.