ლუკა დონჩიჩს 48 ქულა და განადგურებული არგენტინა

საკალათბურთო ოლიმპიადაზე სლოვენიის ნაკრებმა ლუკა დონჩიჩის ფენომენალური თამაშის ფონზე 118:100 დაამარცხა არგენტინის ნაკრები და ჯგუფში გალიდერდა.

22 წლის სლოვენიელმა გამთამაშებელმა ოლიმპიადის სადებიუტო მატჩში 48 ქულა ჩაუგდო არგენტინას და პირადად მოიგო დაპირისპირება.

null

შეხვედრის პირველ მეოთხედში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდი პარკეტზე.

დონჩიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე სოლვენია ცდილობდა ანგარიშში წინ გაქცეულიყო, თუმცა ლუის სკოლას ზუსტი სროლების ფონზე არგენტინა მეტოქეს „კვალში ედგა“.

პირველი მეოთხედი ევროპელებმა 32:24 მოიგეს, მეორე პერიოდიდან კი, მას შემდეგ რაც 41 წლის სკოლამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა სლოვენია ანგარიშში წინ გაიქცა.

10 წუთიანი ინტერვალში 30:18 იმარჯვა და შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლუკას 31 ქულა ქონდა ჩაგდებული არგენტინელებისთვის, მის სლოვენიას კი 62.

დონჩიჩმა და მისმა გუნდმა მატჩის ბოლომდე იოლად შეინარჩუნეს მოპოვებული დიდი ჰანდიკაპი და საბოლოოდ 18 ქულიანი სხვაობით მოიგეს 118:100.

„ლუკა მეჯიქის“ ანგარიშზე გახლდათ 48 ქულა (თამაშიდან 29-დან 18 ჩააგდო), 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა.

საკალათბურთო ოლიმპიადების ისტორიაში ლუკა დონჩიჩმა მეორე შედეგი დააფიქსირა – ჩააგდო რა ერთ მატჩში 48 ქულა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ ბრაზილიელ – ოსკარ შმიდტს აქვს დაფიქსირებული – 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე 55 ქულა ჩაუგდო ესპანეთს.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *