ლუკა ლაკვეხელიანი: ვარჯიში დავიწყე, თუმცა რისკს ვერიდებით

ლუკა ლაკვეხელიანი შარშან ზაფხულში საბურთალოდან მეზოკოვეშდში გადავიდა. ჩვენებურმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა, შემდეგ ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და თან მენისკი გაუწყდა. ლუკას უნგრეთში დავუკავშირდით და ამ თემაზე ვკითხეთ.

“გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მაგრამ არა სრული დატვირთვით. რისკს ვერიდებით და ჯერ სპეციალური პროგრამით ვემზადები. იმედია ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და მალე თამაშს დავიწყებ.”-განაცხადა ლაკვეხელიანმა.

22 წლის მარცხენა მცველისაბურთალოს აღზრდილია, თბილისურ გუნდთან ერთად მან ყველა ტიტული მოიგო. ლუკას თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და საქართველოში ჩატარებულ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენებიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *