საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზონში რეგულარული გათამაშება დასრულდა. ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ბრივის შერკინების ბურჯი ლუკა ჯაფარიძე მოხვდა.
ბრივმა, რომელშიც მასთან ერთად ვასილ ლობჟანიძე, სოსო ბეკოშვილი და ვანო კარკაძე თამაშობენ, ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა სტად ფრანსე – 33:7.
ჯაფარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.