ყოფილმა საფეხბურთო მოღვაწემ, ნაპოლისა და იუვენტუსის მენეჯერმა, ლუჩანო მოჯიმ ნაპოლის წარმატებასა და კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
“ლუჩანო სპალეტი ძალიან კარგი სპეცილიასტია, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, მისი წარმატების საიუდმლო ფეხბურთელებია. კონკრეტულად, 4 ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის და აძურისთვის წარმატება მოაქვს.
ამ ბიჭებს გამოვყოფ: ლობოტკა, ანგისა, ოსიმენი და კვარაცხელია. როდესაც მოედნის ცენტრში სლოვაკი და კამერუნელი გყავს, გუნდი მთელ სისწრაფეებზე თამაშობს. ორი შემტევი? – ისინი განსხვავებას ქმნიან.
როდესაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, ჩემში ის გამოცანის შეგრძნებას ტოვებს. როგორ შეიძლება, დიდმა კლუბებს მის შესახებ არ სცოდნოდათ და მის გადასაბირებლად ყველაფერი არ გააკეთეს?,” – თქვა მოჯიმ.