ლუჩანო სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა

სერია ა-ს მე-17 ტურში ნაპოლიმ სამპდორია 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

“გუნდში პენალტისტი კვარაცხელიაა და 11 მეტრიანი მას უნდა დაერტყა. თუ ამ დროს სხვა დაარტყამს პენალტს, ეს მის პიროვნულ სიძლიერეზე მეტყველებს და ნორმალურია. ხვიჩა დღეს ყველა ასპექტში ბრწყინვალე იყო.” – თქვა მატჩის შემდეგ სპალეტიმ.

ნაპოლი სერია ა-ში 44 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ მატჩს იუვენტუსთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *