უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატმა. პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ტატმიზე საჭიდაოდ ლუხუმ ჩხვიმიანი გავიდა(-60 კგ).
ქართველმა ფალავანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე რაუნდში კი მისი მეტოქე ებრაელი იამ ვოლჩაკი გახლდათ.
ლუხუმი დაპირისპირების ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ტატამიზე საკმაოდ “მძიმედ” გამოიყურებოდა – უჭირდა ილეთის გაკეთება, უფრო ტაქტიკურ და პრაგმატულ ჭიდაობას ცდილობდა. ძირითად დროში ქართველმა 2 გაფრთხილება მიიღო მსაჯისგან, ებრაელმა სპორტსმენმა ერთი.
დამატებითი დროის 2:40 წუთი იყო გასული, როდესაც ვოლჩაკმა ჩხვიმიანი იპონზე დააგდო და მესამე რაუნდის საგზური მოიპოვა.