წარმატებული სტარტი აიღო ოლიმპიადაზე ლუხუმ ჩხვიმიანმა. 60 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა 1/8 ფინალში აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა და მომდევმო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლუხუმმა პირველივე წამებიდანვე აქტიურად დაიწყო ჭიდაობა და თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. 2 წუთში ჩხვიმიანი კისრულზე ჩახტა და მეტოქე ვაზარიზე დააგდო, ამ მოვლენიდან 30 წამში კარამატი ბოჭვაზეც დაიჭირა და ქართველმა ნაადრევი გამარჯვება იზეიმა.
1/4 ფინალში ლუხუმის მეტოქე წონის ფავორიტი, იაპონელი ნაოჰისა ტაკატო იქნება, რომელმაც თავისმხრივ 1/8 ფინალში იოლად მოუგო ბელგიელ ვერსტრაეტენს.