მაგდა ლინეტის ავსტრალიური “ზღაპარი” გრძელდება

მელბურნში დასასრულს უახლოვდება ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 111-ე გათამაშება.

მსოფლიო რეიტინგის 45-ე ჩოგანი მაგდა ლინეტი აგრძელებს სენსაციურ სვლას.

30 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:3 7:5 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში პირველად გავიდა  Australian Open-ის 1/2 ფინალში.

მაგდა 30-ედ ასპარეზობს დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში, თუმცა წლევანდელი “მოგზაურობა” ყველაზე წარმატებულია. 2023 წლამდე ლინეტის საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე რაუნდი გახლდათ, ახლა კი “ერთი ნაბიჯი” დარჩა ფინალამდე.

მელბურნში პოლონელმა უკვე 4 განთესილი ჩოგბურთელი დაამარცხა, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი – კაროლინ გარსია.

ლინეტი – შერიფი 7:5 6:1

ლინეტი – კონტავეიტი 3:6 6:3 6:4

ლინეტი – ალექსანდროვა 6:3 6:4

ლინეტი – გარსია 7:6 6:4

ლინეტი – პლიშკოვა  6:3 7:5

მაგდამ უკვე გაინაღდა რეიტინგში წინსვლა და როგორც არ უნდა დამთავრდეს ტურნირი, პირად რეკორდს გაიუმჯობესებს (მინიმუმ 23-ე ჩოგანი გახდება).

ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში ლინეტის მეტოქე არინა საბალენკა იქნება. ბელარუსმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ სტადიაზე 6:3 6:2 სძ₾ია დონა ვეკიჩს.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *