ნორვეგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაგნუს კარსელმა რაპიდში მსოფლიო ჩემპიონატის რეგულაცია გააკრიტიკა.
სწრაფ ჭადრაკში, მე-13 რაუნდის შემდეგ, 9,5 ქულა ოთხ მოთამაშეს ჰქონდა, პირველი ორი ტაი-ბრეიკში გადავიდა, რათა პირველი ადგილი გამოევლინათ, დანარჩენები კი, წესის თანახმად, ტურნირიდან ჩაიხსნენ
“ეს იდიოტური წესია. თუ ტაი-ბრეიკია, თანაბარი ქულები ვისაც აქვთ, ისინი უნდა გადავიდნენ, ან – არავინ! ასეთი გზა, უბრალოდ, სირცხვილია.
ტაი-ბრეიკს მივესალმები, თუ ის სამართლიანობას არ დააზიანებს. ეს უსამართლობა ახლა ყველამ დაინახა.” – თქვა კარსელნმა